ჯერარდმა იმ ფეხბურთელების თერთმეტეული შეადგინა, რომელთა თამაშსაც მოესწრო
“რეინჯერსის” მთავარმა მწვრთნელმა, სტივენ ჯერარდმა, იმ ფეხბურთელების საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა, რომელთა თამაშსაც მოესწრო. ამით ჯერარდმა თავისი ყოფილი თანაგუნდელის, ჯეიმი კარაგერის გამოწვევა მიიღო.
გამოწვევის მთავარი პირობა – არ შეიძლება ერთი კლუბიდან ან ერთი ქვეყნიდან ორი ფეხბურთელის დასახელება.
მეკარე : იან ობლაკი (“ატლეტიკო”, სლოვენია);
მცველები : კაფუ (“მილანი”, ბრაზილია), ვენსან კომპანი (“მანჩესტერ სიტი”, ბელგია), კალიდუ კულიბალი (“ნაპოლი”, სენეგალი), ენდრიუ რობერტსონი (“ლივერპული”, ინგლისი);
ნახევარმცველები : ტონი კროოსი (“რეალი”, გერმანია), როი კინი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ირლანდია);
თავდამსხმელები : ლეო მესი (“ბარსელონა”, არგენტინა), ალესანდრო დელ პიერო (“იუვენტუსი”, იტალია), კილიან მბაპე (“პსჟ”, საფრანგეთი), დიდიე დროგბა (“ჩელსი”, კოტ-დ’იუვარი);