იბრაჰიმოვიჩი თანაგუნდელებს: “პირველს, ვინც ხმას ამოიღებს, მოვკლავ!”
“ლოს ანჯელეს გალაქსის” ფეხბურთელმა, ჟოაო პედრომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა და ერთ-ერთი მატჩის შემდეგ მომხდარი ამბავი გაიხსენა.
“ჰიუსტონ დინამოს” სტუმრად ვეთამაშებოდით. შეხვედრაში ანგარიში ჩვენ გავხსენით, ბოლო წუთებში კი ანგარიში 2:2 იყო. თუმცა მეტოქემ მესამე გოლიც გაგვიტანა და მატჩი მოიგო. ზლატანი ძალიან გაბრაზდა. გასახდელში მან გვითხრა: “თუ აქ პლაჟზე სიარულითვის ან ჰოლივუდში სასეირნოდ ხართ, ახლავე მითხარით. მე აქ ამისთვის არ ვარ, რადგან ბანკში 300 მილიონი მაქვს და კუნძულს ვფლობ. ვინც პირველი ხმას ამოიღებს, მას მოვკლავ, ნამდვილად მოვკლავ”,” – ციტირებს ჟოაო პედროს სიტყვებს Goal.Com.