“რეალმა” შესაძლოა 6 ათას მაყურბეელზე გათვლილ სტადიონზე გადაინაცვლოს
მადრიდის “რეალმა” ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების დარჩენილი შეხვედრები შესაძლოა “სანტიაგო ბერნაბეუზე” არ ჩაატაროს.
“მარკას” თანახმად, “სამეფო კლუბმა” შესაძლოა “ალფრედო დი სტეფანოზე” გადაინაცვლოს, სადაც მატჩებს “რეალის” სარეზერვო გუნდი “კასტილია” ატარებს ხოლმე. აღნიშნული არენა 6 ათას მაყურებელს იტევს. ასეთ შემთხვევაში “რეალს” “სანტიაგო ბერნაბეუს” რეკონსტრუქციის გაგრძელების საშუალება მიეცემა.
ცოტა ხნის წინ ქალაქ მადრიდის მერმა ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ განაცხადა, რომ სპორტული ღონისძიებები კორონავირუსული პანდემიის გამო უმაყურებლოდ ჩატარდება.