მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა
მოსკოვის “ლოკომოტივის” 22 წლის მცველი, ინოკენტი სამოხვალოვი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა.
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამოხვალოვს 20 აპრილს პერსონალური ვარჯიშის დროს გულის შეტევა დაემართა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. ჯერ-ჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალური წყაროებით არ დასტურდება.
“კეშა კეთილი ადამიანი და კარგი მეგობარი იყო. მას მეუღლე და შვილი ჰყავდა. ვუსამძიმრებთ ინოკენტის ოჯახსა და მეგობრებს”, – ვკითხულობთ “ლოკომოტივის” ოფიციალურ განცხადებაში.
სამოხვალოვი “ლოკომოტივის” აკადემიის აღზრდილი იყო.
We are truly sad to announce the death of Kazanka defender – Innokentiy Samokhvalov.
He had a wife and a son.
Kesha was a kind, helpful person and a good friend. We are truly shocked by what happened and express our sincere condolences to his family and friends. pic.twitter.com/LgpcHMdB8d
— FC Lokomotiv Moscow (@fclokomotiv_eng) April 20, 2020