ბელგიური კლუბი “ლოკერენი”, რომლის რიგებში “გენტიდან” იჯარის წესით გიორგი ბერიძე თამაშობდა, გაკოტრდა.
გუნდს 5 მილიონი ევროს გადახდის ვალდებულება აქვს და მიუხედავად ხელმძღვანელობის ჩატარებული მოქმედებებისა, ახალი ინვესტორის მოძიება ვერ მოხერხდა.
“ლოკერენი” არ აპირებს ბელგიის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, რომელმაც კლუბი გაკოტრებულად გამოაცხადა.
წელს კლუბს დაარსებიდან 50-ე წელი უნდა აღენიშნა.