“კამპ ნოუს” სახელწოდება შეეცვლება
“ბარსელონას” საშინაო არენა “კამპ ნოუს” სახელწოდება შეეცვლება, თუმცა – მხოლოდ ერთი წლის ვადით. კატალონიური კლუბი სტადიონის დასახელებაზე უფლებას თავისივე ფონდ Barca Foundation-ს გადასცემს, რომელიც თავის მხრივ სპონსორს მოიზიდავს. შერჩეული სპონსორი მიიღებს უფლებას 2020-2021 წლების სეზონში “კამპ ნოუს” სახელი თვითონ შეურჩიოს. აღნიშნული პროექტისგან მიღებული შემოსავალი კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება.
ამრიგად, “კამპ ნოუ” თავისი არსებობის ისტორიაში პირველად სპონსორის სახელწოდებას მიიღებს. კონტრაქტისგან მიღებული ფინანსური შემოსავალი მოხმარდება იმ სამეცნიერო პროექტებს, რომლებიც მიმართულია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ.
“კამპ ნოუ” 1957 წელს გაიხსნა. სტადიონი 99 354 მაყურებელს იტევს. არენაზე ჩატარებულა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მატჩები, ჩემპიონთა ლიგის ფინალი, 1992 წლის ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირი, სტადიონზე მსოფლიო მუსიკის არაერთ ვარსკვლავს აქვს კონცერტი გამართული.