ბუნდესლიგაში ფეხბურთელები ნიღბებით ითამაშებენ
გერმანული გამოცემა “შპიგელი” წერს, რომ გერმანიის შორმის სამინისტროს განკარგულებით, ბუნდესლიგის მატჩების მიმდინარეობისას ფეხბურთელები და მსაჯები ვალდებულნი იქნებიან, სახის ნიღბები ატარონ. სამინისტროს ექსპერტებმა შეიმუშავეს წესები, რომლის დაცვაც მოუწევთ გუნდებს მიმდინარე სეზონის ბოლომდე. კორონავირუსული პანდემიის მიუხედავად, გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშება სრულად ჩამთავრდება.
“შპიგელი” აქვეყნებს სამინისტროს განკარგულებას, რომელშიც ფეხბურთელებისთვის შემდეგი წესებია მოცემული:
1) მატჩის მიმდინარეობისას ნიღბისთვის ხელით შეხება დაუშვებელია;
2) ყოველ 15 წუთში მატჩი შეჩერდება, რათა ფეხბურთელებმა პაუზა აიღონ და ნიღბები გამოიცვალონ;
3) ნიღბები მჭიდროდ უნდა იყოს სახეზე მორგებული და არ უნდა დაირღვეს მისი ფუნქციონირება სპრინტის, თავით თამაშის და/ან ორთაბრძოლის დროს; წინააღმდეგ შემთხვევაში, თამაში უნდა შეჩერდეს;
4) შესვენების დროს ფეხბურთელებმა ერთმანეთისგან უნდა დაიცვან მეტრნახევრიანი დისტანცია;
5) მსაჯებს უფლება მიეცემათ ფეხბურთელები დასაჯონ არააუცილებელი კონტაქტის გამო: კერძოდ, გატანილი გოლის აღნიშვნის და/ან სადავო მომენტის დროს.
ჯერჯერობით ოფიციალური განცხადებას ამ საკითხთან დაკავშირებით არ გაკეთებულა.