ვან დერ სარი ერედივიზიონის უჩემპიონოდ დასრულებას გამოეხმაურა
23 აპრილს ნიდერლანდების მთავრობამ ქვეყანაში სპორტული ღონისძიებების ჩატარება მინიმუმ პირველ სექტემბრამდე აკრძალა. ამის შემდეგ, ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ სეზონის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ერედივიზიონს არც ჩემპიონი ეყოლება და არც რომელიმე კლუბი დაქვეითდება.
ამ ყოველივეს “აიაქსის” აღმასრულებელი დირექტორი ედინ ვან დერ სარი გამოეხმაურა. ცნობისთვის გეტყვით, რომ შეწყვეტის მომენტში სატურნირო ცხირლში პირველ ადგილს სწორედ ამსტერდამული კლუბი იკავებდა.
“ყველას უნდა, რომ ჩემპიონი გახდეს და ეს მოედანზე იზეიმოს. სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს ვიკავებდით მთელი გათამაშების განმავლობაში, ამიტოამც სამწუხაროა, რომ ჩემპიონები ვერ გავხდებით.
თუმცა, მოცემული ვითარებიდან გამომდინარე შეგვიძლია გავუგოთ მეთაურებს. ახლა ფეხბურთზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე ვდგავართ” – აცხადებს ვან დერ სარი.