“შემეძლო მარადონა მუნდიალის ფინალის დაწყებამდე გამეძევებინა”
მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ფინალის მთავარი არბიტრი, ედგარდო კოდესალი, აღიარებს, რომ მატჩის დაწყებამდე თავისუფლად შეეძლო დიეგო მარადონა მოედნიდან გაეძევებინა.
შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებულ ფიინალში არგენტინა დასავლეთ გერმანიასთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. “ალბისელესტეს” ფინალში ოთხი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი დააკლდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სამხრეთ ამერიკელებმა თამაში ცხრა ფეხბურთელით დაასრულეს.
“შემეძლო მარადონა მუნდიალის ფინალის დაწყებამდე გამეძევებინა – ჰიმნის დროს ის გაუჩერებლად იგინებოდა. ხოლო შემდეგ, როდესაც მონსონი გავაძევე, ჩემთან მოვიდა და ქურდი მიწოდა, მადანაშაულებდა, რომ ფიფასგან ვიღებდი ფულს.
ვხედავდი, როგორ აკეთებდა მარადონა გასაოცარ რაღაცებს მოედანზე და შევამჩნიე, როგორ ჰქონდა დაზიანებული მუხლი აგრესიული შეჯახების გამო.
როგორც ფეხბურთელი ის მსოფლიოში საუკეთესო იყო. მაგრამ როგორც პიროვნებასთან, მასთან ურთიერთობა ძალიან უსიამონო იყო. ცხოვრებაში მსგავსი რამ არასოდეს მიგრძვნია,” – აცხადებს კოდესალი.