5 ფეხბურთელი, რომელიც “იუვენტუსმა”, შესაძლოა, პოგბას ტრასნფერში ჩართოს
ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელები პოლ პოგბას ტრანსფერზე ფიქრს არ ეშვებიან. Tuttosport-ის ცნობით, “ბებერი ქალბატონი” კიდევ ერთხელ შეეცდება “მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავის გადაბირებას.
კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო პოგბას ყიდვა 120 მილიონ ევროდ პრაქტიკულად დაუჯერებელი რამ გახლავთ, ამიტომაც “ბიანკონერის” ტრანსფერში რომელიმე ვარსკვლავის ჩართვა სურს.
ტურინელებმა მანჩესტერულ გრანდს პოლ პოგბას ტრანსფერში შემდეგი ფეხბურთელების ჩართვა შესთავაზეს: დუგლას კოშტა, მირალემ პიანიჩი, ალექს სანდრო, აარონ რემზი ან ადრიენ რაბიო.
გეტყვით იმასაც, რომ პოგბასა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის არსებული დაძაბული ვითარებიდან გამომდინარე, ფეხბურთელის ტრანსფერით დაინტერესება აგრეთვე გამოთქვა “ინტერმა”, “რეალმა” და “პარი სენ-ჟერმენმაც”.