აგუერომ მესი დაიცვა: “ყველაზე მეტად ის იტანჯება”
არგენტინაში ლეო მესის კრიტიკა მოდიდან ჯერაც არ გადასულა. 32 წლის ფეხბურთელმა საკლუბო დონეზე ყველა მწვერვალი დაიპყრო, თუმცა ნაკრების მაისურით დიდი ტურნირის მოგება ჯერაც ვერ მოახერხა, რაც შავ ლაქად დაყვება.
“საერთოდ არ მესმის იმ ადამიანების, ვინც ლეო მესის ნაკრებში თამაშს აკრიტიკებს. პირველ რიგში, ყველაზე მეტად ის იტანჯება. ყველაფრის მიუხედავად, ის ნაკრებში მოდის და ჩვენთან ერთად იბრძვის,” – ასე გამოეხმაურა თავის თანამემამულეს სერხიო აგუერო.
“რაც შეეხება კონტრაქტს, ჯერ ერთ წელიწადზე მეტი მაქვს დარჩენილი. მაგრამ არიან ფეხბურთელები, რომლების ხელშეკრულებებსაც ვადა ზაფხულში ეწურებათ. ნამდვილად არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამის თობაზე.
ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა სეზონის ბოლომდე მიყვანაა და სხვა დანარჩენზე შემდეგ ვიფიქრებთ,” – დაამატა “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა.