“ზალცბურგმა” რომ მოინდომოს, რონალდუს ხვალვე იყიდის” – კრაგლი
იტალიური “ბენევენტოს” გერმანელი ნახევარმცველი, ოლივერ კრაგლი, მიიჩნევს, რომ “რედ ბულ ზალცბურგს” რონალდუს ტრანსფერის განხორციელებისთვის საჭირო სახსრები გააჩნია.
“რედ ბულ ზალცბურგმა” ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონ “ლივერპულს” “ენფილდზე” ძალები ბოლომდე დაახარჯვინა, ნეაპოლიდან კი ფრით წამოვიდე.
“ზალცბურგმა” რომ მოინდომოს, რონალდუს ხვალვე იყიდის. ვფიქრობ, “ზალცბურგი” მეტოქეებს გერმანულ ბუნდესლიგაშიც დიდ პრობლემებს შეუქმნიდა,” – ვციტირებთ ოლივერის სიტყვებს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ ფეხბურთში ინვესტირება 2005 წელს დაიწყო. მათ კლუბი “ავსტრია ზალცბურგი” შეისყიდეს და სახელიც შეუცვალეს.
ავსტრიის შემდეგ “რედ ბულმა” თავისი კავშირები გააძლიერა და ახლა კომპანია შემდეგ კლუბებს ფლობს – “ნიუ იორკ რედ ბულზი”, “რედ ბულ ბრაზილი”, “რედ ბულ ბრაგანტინო”, “რედ ბულ განა”. კომპანიის ყველაზე სახელოვანი წარმომადგენელი კი “ლაიფციგი” გახლავთ.