თურქული მედია: ვინ არის გიორგი ჩაკვეტაძე?
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე თურქეთის ჩემპიონატის ლიდერის, “ტრაბზონის” ინტერესის ქვეშ სერიოზულად მოექცა და თურქული მედია გულშემატკივარს ჩაკვეტაძის შესახებ მეტ ინფორმაციებს აწვდის.
“ვინ არის გიორგი ჩაკვეტაძე? – გიორგი 1999 წლის 29 აგვიტოს თბილისში დაიბადა და პროფესიონალური კარიერა თბილისის “დინამოში” დაიწყო, როგორც არჩილ და შოთა არველაძეებმა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბელგიურ “გენტიში” 1.5 მილიონ ევროდ გადავიდა, რომელთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გამოფორმებული. გიორგი მარცხენა ვინგერია”, – წერია თურქული გამოცემის სტატიაში, სადაც დიდი ყურადღება შოთა და არჩილ არველაძეებზეც არის გამახვილებული.
“მე ჩაკვეტაძეს პირადად შევხვდი. ის ძალიან ტექნიკური მოთამაშეა, მისი ნიჭი აშკარაა და მხოლოდ ტრავმებმა შეუშალეს ხელი. დიდი გუნდები უკვე იწყებენ მასზე ნადირობას და ეს არცაა გასაკვირი. ყველა მწვრთნელს სურს მისი დონის ფეხბურთელის ხილვა გუნდში”, – ციტირებს თურქული მედია შოთას სიტყვებს.