პოჩეტინო: “წასვლის დღიდან “ტოტენჰემში” დაბრუნებაზე ვოცნებობ”
მაურისიო პოჩეტინო პრესასთან საუბრისას აღიარებს, რომ მომავალში ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნება სურს. შეგახსენებთ, რომ 48 წლის სპეციალისტმა კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ დატოვა.
“ბრწყინვალე თავგადასავალი იყო, რომელიც ისე დასრულდა, როგორც არავის უნდოდა. გულის სიღრმეში მჯერა, რომ ჩვენი გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთება. ამას ჩემი გული, სული გრძნობს.
კლუბის დატოვების დღიდან, ჩემი ოცნება დაბრუნება და დაწყებული საქმის დასრულებაა. ძალიან ახლოს ვიყავით პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან.
რა თქმა უნდა, ახალ პროექტებზეც მსურს მუშაობა და მოტივირებულიც ვარ. თუმცა, გულს ძალიან უნდა დაბრუნება, რადგანაც ეს კლუბი და მისი ფანები განსაკუთრებულები არიან. ძალიან მინდა მათთან ერთად ტიტულის აღნიშვნა,” – აცხადებს არგენტინელი სპეციალისტი.