ნიკოლოზ შერაზადიშვილმა საყვარელი ძიუდოისტი დაასახელა
ესპანეთის ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, მსოფლიო ჩემპიონმა (-90კგ) ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის არხის შეკითხვებს უპასუხა.
ძიუდოს დასაწყისი:
“ძიუდოზე სიარული 10 წლის ასაკში დავიწყე, მამაჩემიც ძიუდოისტი იყო.”
საყვარელი ილეთი:
“ჩემი საყვარელი ილეთი უჩი-მატაა. ალბათ, იმიტომ, რომ მაღალი ვარ და გრძელი ფეხები მაქვს და შემიძლია მეტოქეს ქამარში ადვილად ჩავწვდე.”
ნე ვაზა:
“ნე ვაზას ხშირად არ ვიყენებ, მაგრამ როცა ვიყენებ, მიყვარს ჯუჯი გატამეს გაკეთება, რადგან მკლავს უფრო ადვილად ვიჭერ, ვიდრე ყელს.”
საყვარელი კერძი:
“ჩემი საყვარელი საჭმელი ტრადიციული ქართული ხინკალია.”
მუსიკა:
“ბევრ მუსიკას ვუსმენ, მაგრამ საყვარელი მომღერალი ბრუნო მარსია.”
კუმირი:
“მუჰამედ ალი, რადგან მენტალურად, ის მის თაობას უსწრებდა.”
საყვარელი ძიუდოისტი:
“ჩემი ფავორიტი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანია, რადგან ის ძალიან სტაბილური და ჭკვიანია. ასევე, მომწონს მისი უჩი-მატა.”
რომ არა ძიუდო:
“ძიუდოისტი რომ არ ვყოფილიყავი, რა თქმა უნდა, სპორტში, წყალბურთელი ვიქნებოდი.”
საუკეთესო მოგონება:
“მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ოქროს მედალი მოვიპოვე. ეს ემოციური იყო. როცა გდება გავაკეთე, დავინახე ჩემი მწვრთნელი, რომელიც ტიროდა, რადგან ის მიხვდა, რომ მე ესპანეთის ისტორიაში პირველი მამაკაცი მსოფლიო ჩემპიონი ვიყავი. იქ, საქართველოდან ჩემი ოჯახის ბევრი წევრი ჩამოვიდა, რადგან აზერბაიჯანი საქართველოსთან ძალიან ახლოსაა. ძალიან გახარებული ვიყავი, რომ ჩემი ოჯახისათვის და მწვრთნელისათვის ეს გავაკეთე.”
რატომ ძიუდო?
“ძიუდო ერთამნეთის პატივისცემის გამო მიყვარს და მიყვარს იმ ფასეულობების გამო, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვება.”