ფლორენცი: “მხოლოდ ერთ ფეხბურთელს არ სჯეროდა “ბარელონასთან” გამარაჯვების”
ალესანდრო ფლორენციმ პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ “რომას” მხოლოდ ერთ ფეხბურთელს არ სჯეროდა, რომ გუნდი “ბარსელონას” დამარცხებას და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლას შეძლებდა.
“ახლა “ვალენსიაში” ვიმყოფები და ჯერაც არ ვიცი გაახანგრძლივებს თუ არა ფიფა იჯარას, რადგანაც კლუბთან არსებული კონტრაქტი ივნისის თვეში იწურება.
“ბარსელონასთან” 4-1 დამარცხების შემდეგ, ვგრძნობდით, რომ ყველაფერი დასრულებული არ იყო. რაღაც უცნაური გრძნობა იყო. გუნდში 25 ფეხბურთელი იყო და მხოლოდ ერთ ფეხბურთელს არ სჯეროდა “ბარსელონასთან” გამარჯვების.
ეს ფეხბურთელი კოსტას მანოლასი იყო – შემდეგ რაც მოხდა, ყველამ ვიცით. მანოლასმა გამარჯვების გოლი გაიტანა და მომდევნო ეტაპზე გაგვიყვანა. ერთადერთმა ადამიანმა, რომელსაც არ სჯეროდა, ყველაფერი შესაძლებელი გახადა,” – აცხადებს ფლორენცი.