ზიეში: “მე არ ვარ ის ფეხბურთელი, რომელიც კლუბის ლოგოს კოცნის, მაგრამ “აიაქსი” განსაკუთრებულია”
“აიაქსის” შემტევმა, ჰაკიმ ზიეშმა განაცხადა, რომ ამსტერდამული კლუბი მის ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ 27 წლის მაროკოელი “ჩელსის” ფეხბურთელი გახდება.
“თქვენ იცით, რომ მე არ ვარ ის ფეხბურთელი, რომელიც კლუბის ლოგოს კოცნის და კლუბის სიყვარულით ცხოვრობს. მე მხოლოდ საკუთარ თავს წარმოვადგენ, თუმცა უნდა განვაცხადო, რომ “აიაქსი” ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული ნაწილი იქნება. ეს მართლაც ჩემი კლუბი გახდა. ამსტერდამმა მომცა იმის საშუალება, რომ საკუთარი თავი წარმომედგინა. ჩემ გარშემო ბევრი კარგი ადამიანი იყო. როგორც ფეხბურთელი, უფრო მეტად სრულყოფილი გავხდი”, – უთხრა ზიეშმა Het Parool-ს.
ზიეშმა კარიერა “ჰერენვენში” დაიწყო, საიდანაც “ტვენტეში” გადავიდა, 2016 წლიდან ის “აიაქსის” ღირსებას იცავს.