ჯო ბაიდენი ამერიკის ნაკრებს მუნდიალზე დაფინანსების მოხსნით ემუქრება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი, ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება და აშშ-ს ქალთა საფეხბურთო ნაკრებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
შეგახსენებთ, რომ პარასკევს 25-მა ამერიკელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ალექს მორგანის, მეთაურობით, სასამართლოში გენდერული თანასწორობის დარღვევის ფაქტზე საქმე აღძრა – მათი მიზანია, რომ ქალთა ნაკრების ფეხბურთელსაც ისეთი ხელფასები ჰქონდეთ, როგორც კაცთა ნაკრების წევრებს.
“მივმართავ ამერიკის შეერთებული შტატების ქალთა საფეხბურთო ნაკრებს – არ დანებდეთ ამ ბრძოლაში. ჯერ დასრულებული არაფერია. ფედერაციას კი მოვუწოდებ, რომ თუ თანაბარი ხელფასები არ იქნება, პრეზიდენტად მოსვლის შემდეგ მუნდიალისთვის დაფინანსების პოვნა სხვაგან მოგიწევთ,” – ვკითხულობთ ბაიდენის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებებში.