ტონი პარკერი 2023 წელს ფრანგული საფეხბურთო გრანდის პრეზიდენტი გახდება
“სან-ანტონიო სპურსისა” და საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრების ყოფილ გამთამაშებელ ტონი პარკერს დიდი სამომავლო გეგმები აქვს. როგორც იცით, ამ დროისთვის ის საკალათბურთო კლუბ “ვილერბანის” პრეზიდენტის პოსტზე მუშაობს.
როგორც ცნობილი ხდება, 2023 წელს, მას შემდეგ რაც “ლიონის” პრეზიდენტის პოსტს ჟან-მისელ ოლას დატოვებს, აღნიშნულ თანამდებობას ტონი პარკერი დაიკავებს.
“პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და ჩემთვის დიდი პატივია. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა. ეს დიდებული შესაძლებლობაა.
“ლიონი” ერთ-ერთია მსოფლიოს საუკეთესო 50 კლუბს შორის. მათ ერთ-ერთი საუკეთესო სტრუქტურა და უდიდესი ბიუჯეტი აქვს. ეს ზრდის ბრწყინვალე შესაძლებლობაა ჩემთვის.
ჩემი გადმოსახედიდან, ოლასი ფრანგული სპორტის ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტია. მათ ყველაფერი ნულიდან დაიწყეს და ახლა “ვილერბანისთვის” ახალ სტადიონს აშენებენ. ჩვენ ახლახან განვახორციელეთ ინვესტიციები eSport-ში და ვიყიდეთ ქალთა საფეხბურთო გუნდი სიეტლში. ჩვენ ვიზრდებით და ამ პროცესში მონაწილეობის მიღება დიდი სიამოვნებაა,” – ციტირებს პარკერის სიტყვებს The Undefeated.