მატიჩი: “თუ წააგებ, მოურინიოს უნდა დაემალო”
“მანჩესტერ იუნაიტედის” გამოცდილმა ნახევარმცველმა, ნემანია მატიჩმა, პრესასთან რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის ჟოზე მოურინიოს ხასიათის თავისებურებაზეც.
“მოურინიოს შეფასება? ეს იმაზეა დამოკიდებული, იგებ თუ აგებ. როდესაც იგებ, მოურინიო საუკეთესოა. მაგრამ თუ წააგებ, მოურინიოს უნდა დაემალო. ჩემი აზრით, ის გასაოცარი მწვრთნელია.
რაც შეეხება ოლეს, ის დიდებული სპეციალისტია. ვფიქრობ, “იუნაიტედში” მოსვლის შემდეგ მან დიდი პროგრესი განიცადა და ახლა სხვაგვარად უყურებს ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ბევრ ტიტულს მოგვიტანს.
უკვე 31 წლის ვარ და ზოგიერთი თანაგუნდელი ჩემზე 10 წლით უმცროსიც კი არის. ჩემ თანატოლებს, პოლს [პოგბა], დავიდს [დე ხეა] და ხუანს [მატა] უფრო მეტს ვესაუბრები. თუმცა გასახდელში ჩემი ადგილი მეისონ გრინვუდის გვერდით არის,” – აცხადებს მატიჩი.