უეფას პრეზიდენტი ბუნდესლიგის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა
უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება მოიწონა და მას სანიმუშო უწოდა. შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ინფორმაციით ბუნდესლიგის სეზონი 16 მაისს განახლდება.
“გერმანელი ჩინოვნიკები ერთობლივად მივიდნენ მართებულ გადაწყვეტილებამდე, რაც დიდებული სიახლეა ჩვენთვის. ბუნდესლიგა დაბრუნდება. ეს არის უდიდესი და პოზიტიური ნაბიჯი ადამიანების ცხოვრებაში ოპიტიმიზმის დაბრუნებისკენ.
ეს არის შედეგი კონსტრუქციული დიალოგისა და ფრთხილი დაგეგმარების პოლიტიკოსებსა და საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლებს შორის.
დარწმუნებული ვარ, რომ გერმანული ბუნდესლიგა ბრწყინვალე მაგალითი იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც. დიდი იმედი გვაქვს, რომ ფეხბურთი ემოციებითა და არაპროგნოზირებადობით კვლავაც შემოაბიჯებს ფეხს ჩვენ ცხოვრებაში,” – აცხადებს ჩეფერინი.