“რონალდინიოს საფლავამდე მიცილება დიდი პატივი იქნება”
გავლენიანი უცხოური გამოცემა Goal.com 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეოს გმირთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს. “კუბოთი მოცეკვავე” ბენჟამინ აიდუ, რომელიც “ბარსელონას” ფანი აღმოჩნდა, საფეხბურთო თემებზე საუბრობს.
“ყველას ხანგრძლივ სიცოცხლეს ვუსურვებ, მაგრამ, შანსი რომ მქონდეს, რონალდინიოს საფლავამდე მიცილება დიდი პატივი იქნება! სიაში შემდეგი მარადონა იქნებოდა და საბოლოოდ მესი. რონალდინიო ის ფეხბურთელია, რომელსაც ყოველთვის გამოსდიოდა ჩემი გაოცება.
ის ისეთივე მოცეკვავე იყო მოედანზე, როგორიც მე ვარ რეალურ ცხოვრებაში,” – აცხადებს ბენჟამინი.
განელმა მოცეკვავემ სუარესის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ დამალა – “როდესაც სუარესს ვხედავ, ან მისი სახელი მესმის, ცუდად ვხდები. ის რომ არა, ჩვენი ქვეყნის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან ასე არ გამოვარდებოდა.”