წიტაიშვილი: “გიორგი ქინქლაძე აუცილებლად შეძლებდა ოქროს ბურთის მოგებას”
კიევის “დინამოს” ნახევარმცველმა, გიორგი წიტაიშვილმა, უკრაინულ გამოცემასთან რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა. ახალგაზრდა ფეხბურთლმა გიორგი ქინქლაძე, კახა კალაძე და არველაძეებიც გაიხსენა.
“სანამ სპორტზე გადავერთვებოდი, ცეკვაზე შემიყვანეს. ქინქლაძეც ცეკვაზე დადიოდა, ეს თამაშში ძალიან ეხმარებოდა. უფრო სწრაფს და მოქნილს ხდიდა. დარწმუნებული ვარ, ისეთივე მაღალ დონეზე რომ გაეგრძელებინა თამაში, ის აუცილებლად შეძლებდა ოქროს ბურთის მოგებას.
ევროპაში უკრაინელებზე ასეთი შეხედულება აქვთ – თვლიან, რომ ისინი მუდმივად დროის ტარებაზე, მოწევასა და დალევაზე ფიქრობენ. ანალოგიური მიდგომაა ქართველების შემთხვევაშიც.
თვლიან, რომ ქართველები ვარჯიშების შემდეგ გასართობად მიდიან. ასეთი შეხედულება დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა, რადგანაც ადრე რამდენიმე ფეხბურთელი ასე იქცეოდა.
მაგალითისთვის, გიორგი ქინქლაძემ ნაადრევად ჩათვალა, რომ წარმატებებს მიაღწია. თუმცა იყვნენ კალაძისა და არველაძის ტიპის ფეხბურთელებიც,” – აცხადებს წიტაიშვილი.