კანავარო: “როდესაც ყველა მესის უყურებდა, მე ინიესტას თამაშით ვტკბებოდი”
მადრიდის “რეალისა” და “იუვენტუსის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ფაბიო კანავარომ, პრესასთან ლეო მესიზე, ანდრეს ინიესტასა და დიეგო მარადონაზე ისაუბრა.
“როდესაც ყველა მესის უყურებდა, მე ინიესტას თამაშით ვტკბებოდი. ის სრულყოფილი ფეხბურთელი იყო, ნამდვილი პროფესიონალი. ძალიან მიყვარდა მისი თამაშისთვის თვალის დევნება.
ინიესტა თამაშის განსაკუთრებული სტილით გამოირჩეოდა. მისი თამაშის ნახვის შემდეგ აუცილებლად შეგიყვარდებოდათ ეს ფეხბურთელი.
ლეოს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ის ახალი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. თუმცა მარადონა განსხვავებული იყო, რადგანაც იმ დროს ფეხბურთი სხვანაირი იყო. მას ბევრს ურტყამდნენ, თუმცა კონტროლს არასოდეს კარგავდა.
მესი საუკეთესოა, მაგრამ მარადონა სხვა სამყაროდანაა. მე მარადონას არავისთან არ ვადარებ. პელეს თამაში არასოდეს მინახავს, თუმცა მარადონას თამაშს წლების მანძილზე ვუყურებდი. ის ერთ-ერთი საუკეთესო კი არა, საუკეთესოა,” – აცხადებს კანავარო.