მაკგრეგორი: “ახლა ნურმაგომედოვების ოჯახისათვის ვლოცულობ”
UFC-ის დაღესტნელი მებრძოლის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა, აბდულმანაპ ნურმაგომედოვი კომაშია. ის ამჟამად რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება.
აბდულმანაპ ნურმაგომედოვი შეუძლოდ აპრილის ბოლოს გახდა. მას პნევმონია განუვითარდა. თავდაპირველად, ის დაღესტნის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფებოდა, მოგვიანებით კი მოსკოვში გადაიყვანეს.
ამ ამბავს გამოეხმაურა ხაბიბის მეტოქე, კონორ მაკგრეგორი. ირლანდიელმა მებრძოლამ განაცხადა, რომ ის ნურმაგომედოვების ოჯახისათვის ლოცულობს.
“ვლოცულობ იმისათვის, რომ აბდულმანაპ ნურმაგომედოვი გამოჯანმრთელდეს. ამ ადამიანმა უფრო მეტი მსოფლიო ჩემპიონი აღზარდა სხვადასხვა საბრძოლო სახეობებში, ვიდრე ჩვენ ვიცით. შერეული ორთაბრძოლების ნამდვილი გენიოსი! სამწუხაროა, რომ დღეს ასეთი ამბავი გავიგე. ახლა ნურმაგომედოვების ოჯახისათვის ვლოცულობ”, – წერს მაკგრეგორი Twitter-ში.
Praying for the recovery of Abdulmanap Nurmagomedov. A man responsible for more World champions, across multiple fighting disciplines, than we even know.
A true martial genius!
Very saddened upon hearing this news tonight.
Praying for the Nurmagomedov family at this time 🙏 https://t.co/OVklQphPgN— Conor McGregor (@TheNotoriousMMA) May 13, 2020