კლატენბურგი: “კრეიგმა გვირაბში ყოფნისას “ბურთებში” ხელი ჩამავლო”
მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა ყველაზე კვალიფიცირებულმა მსაჯმა, მომაბეზრებელ ფეხბურთელებზე საუბრისას “მანჩესტერ სიტის” ყოფილი მოთამაშე კრეიგ ბელამი გაიხსენა.
“ვიცოდი, რომ ჩვენი ურთიერთობა გართულებული იყო, როდესაც კრეიგმა გვირაბში ყოფნისას “ბურთებში” ხელი ჩამავლო – სათამაშო ბურთებს არ ვგულისხმობ. მგონი, ხუმრობა იყო და ასეც გავატარე. მაგრამ ამ ყოველივეს პატარა ისტორიაც აქვს.
როგორც ვხვდები, ყველაფერი 2009 წლის დეკემბერში მომხდართან იღებს სათავეს. “მანჩესტერ სიტისა” და “ბოლტონის” მატჩში ის, შეიძლება ითქვას, რომ უსამართლოდ გავაძევე.
პირველი ყვითელი ბარათი კამათის გამო მივეცი. იმდენად ცუდ სიტყვებს ამბობდა, რომ შემეძლო, პირდაპირ გამეძევებინა. მეორე ბარათი კი სიმულიანტობის გამო მივეცი. თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი და პენალტი უნდა დამენიშნა,” – აცხადებს კლატენბურგი.