ზაზა დოლიძე: “დინამოს მსგავსი შესაძლებლობა ყველას არ აქვს”
თბილისის “დინამოს” სპორტულმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ვარჯიშის განახლების გერმანულ პროტოკოლზე, დაფინანსებაზე და გუნდის ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა.
“დინამო “თბილისმა” ვარჯიში უკვე განაახლა და ბუნდესლიგის პროტოკოლით ვხელმძღვანელობით. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რათა ზუსტად დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. ფეხბურთელი, სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბიც ძალიან მონდომებულები არიან. ვიწყებთ თერმოსკრინინგით, ბაზაზე ვერ ხვდება ადამიანი სკრინინგის გარეშე. მოდიან ინდივიდუალურად, მათ აქვთ საკუთარი წყლის ბოთლი, პირსახოცი.”
“დინამოს” დაფინანსების მხოლოდ 30%-ია ფონდის თანხა, დანარჩენი კერძო მფლობელის მიერ და სპონსორებით ფინანსდება. მართალია, ჩვენი შედარება ევროპის დონის გუნდებთან შეუძლებელია, მაგრამ გარკვეული ფინანსებიც ჩვენც დაგვაკლდა”.
“ზაფხული მოდის, ყველას არ აქვს საშუალება განათებაზე ივარჯიშოს. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს აკადემიაში განათება. გვიწევს რამდენიმე ლიგა ვითამაშოთ და ამდენი განათებიანი მინდორის გამოძებნა პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ფეხბურთი რომ იყოს პროფესიონალური სპორტი, “დინამოს”, რაც ინფრასტრუქტურა აქვს, ყველასთვის საჭიროა”, – თქვა დოლიძემ.
თბილისის “დინამოს” ელიგის განახლების შემდეგ შეუძლია ფეხბურთელებისთვის საცხოვრებელი ადგილი გუნდის ბაზაზეც გამოყოს.