რუნი: “პარკ ჯი სუნი ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც რონალდუ”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ განაცხადა, რომ გუნდის წარმატებაში პარკ ჯი სუნს ისეთივე მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, როგორც კრიშტიანო რონალდუს.
სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი მანჩესტერელთა ღირსებას 2005-2012 წლებში იცავდა, მან გუნდთან ერთად პრემიერ ლიგა (4), ჩემპიონთა ლიგა და სხვა არაერთი ტიტული მოიგო.
“სიგიჟეა, მაგრამ თუ 12 წლის ბავშვს კრიშტიანო რონალდუს უხსენებთ, ის მაშინვე გეტვით: “დიახ, ის “მანჩესტერ იუნაიტედში” ბრწყინვალე იყო.” თუმცა, თუ ბავშვს პარკ ჯი სუნს უხსენებთ, შესაძლოა, მან მასზე არაფერი იცოდეს.
ვისაც პარკთან ერთად გვითამაშია, ყველამ ვიცით, რომ ის ჩვენ წარმატებაში ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც რონალდუ. ამას ვამბობ იმის გამო, რასაც ის გუნდისათვის აკეთებდა. ფეხბურთელები, რომლებსაც ვარსკვლავებად არ მიიჩნევენ, სპორტში ყველაზე მნიშვნელოვანები არიან. თუ მატჩში ერთი მოთამაშეც კი დისციპლინას დაარღვევს, მაშინ ყველანაირი გეგმა წარუმატებელად სრულდება”, – ციტირებს რუნის სიტყვებს Goal.Com.