რობერტო კარლოსი: “ვერც მესი და რონალდუ შეედრებიან “ფენომენოს”, ის საუკეთესო იყო”
მსოფლიო ფეხბურთში კრიშტიანუ რონალდუსა და ლეონელ მესის საოცარი დომინირების მიუხედავად, რობერტო კარლოსი თვლის, რომ ბრაზილიელი რონალდო ყოველთვის ამ ორ ფეხბურთელებზე მაღლა იდგება.
“რონალდო ვარჯიშებზე ყველასგან გამოირჩეოდა. მსოფლიო ფეხბურთში მეორე რონალდო “ფენომენო” ვეღარ იარსებებს. მას ვერც მესი და რონალდუ შეედრებიან – რონალდო უნიკალურია. ის მსოფლიოში საუკეთესო იყო.
ვფიქრობ, ჩვენ ეპოქაში გოლის გატანა გაცილებით უფრო რთული იყო. ადრე თამაშები მეტად ფიზიკურ დატვირთვას ატარებდა და შემტევები ნაკლებად იყვნენ დაცულები. მაგრამ რონალდოს ყველაფრის გაკეთება შეეძლო.
გუნდში საოცარი ატმოსფერო სუფევდა იმის მიუხედავად, რომ ამდენი უდიდესი ვარსკვლავი იყო შეკრებილი. “რეალი” ეგოზე გაცილებით უფრო დიდია. საერთო ჯამში ვარსკვლავთა გუნდის ნაცვლად დიდებული ადამიანების ჯგუფს ვიღებდით. ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით და ახლაც ასე ვართ,” – აცხადებს რობერტო კარლოსი.