კორეელებმა სექს-თოჯინებისთვის ბოდიში მოიხადეს – “უპატიებელი შეცდომაა”
სამხრეთ კორეის უმაღლეს ჩემპიონატში მოასპარეზე “სეულმა” ტრიბუნებზე სექს-თოჯინების განთავსების შემდეგ ბოდიში საჯაროდ მოიხადა. “სეულმა” ტრიბუნები ამ დეკორაციებით “გუანჯოუსთან” მატჩში შეავსო.
როგორც სხვა ქვეყნებში, კორონავირუსის პანდემიის დროს სამხრეთ კორეაშიც აკრძალულია მატჩებზე ფანების დასწრება. ტრიბუნების შესავსებად კლუბებმა სხვადასხვა ხერხს მიმართეს, “სეულის” მიერ არჩეული ვარიანტმა ყველაზე დიდი კრიტიკა მიიღო.
“გვინდა ბოდიში მოვუხადოთ ჩვენ ფანებს. გულწრფელად ვწუხვართ 17 მაისს ჩვენ მიერ გამოყენებული ინსტალაციების გავლენის გამო. ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ ინსტალაციებს არაფერი ჰქონდათ საერთო სექს-თოჯინებთან.
ჩვენ ვთანამშრომლობდით კომპანია Dalkom-თან, თუმცა ეს კომპანია ასევე აწარმოებს ინსტალაციებს სხვა კომპანიისთვის და გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ყოველ შემთხვევაში, ეს უპატიებელი შეცდომაა და ამისთვის ბოდიშს ვუხდით საყვარელ გულშემატკივრებს,” -ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.
2016 K League winners FC Seoul inadvertently used sex dolls rather than fashion mannequins to help fill empty stands this weekend. The club has apologised. Both the club and the supplier are pointing fingers at others. (It's not just COVID-19 you need to avoid catching!) #kleague pic.twitter.com/59rSU8XxYL
— Devon Rowcliffe (@WhoAteTheSquid) May 17, 2020