პრემიერლიგა “ლივერპულისთვის” დაჯილდოების ცერემონიას დაუშვებს
ინგლისის პრემიერლიგამ დაადასტურა, რომ “ლივერპულისთვის” საჩემპიონო დაჯილდოების ცერემონიას ჩაატარებს, თუ, რა თქმა უნდა, გუნდი ტურნირის გამარჯვებული გახდება და პროცედურა უსაფრთხო იქნება.
როგორც მოგეხსენებათ, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშება კორონავირუსული პანდემიის გამო შეჩერებულია, “ლივერპულს” კი ჩემპიონობის გასანაღდებლად მხოლოდ ორი გამარჯვებაღა დარჩა. “წითლებს” ინგლისის ჩემპიონატი 1990 წლის შემდეგ არ მოუგიათ და ამ მოვლენას მოუთმენლად ელიან.
პრემიერლიგა გათამაშების განახლებაზე აქტიურად მუშაობს, გუნდებს დღეიდან ვარჯიშების ჩატარების უფლება მიეცემათ და სავარაუდოდ, საშინაო მატჩებს თავიანთ არენებზე გამართავენ და არა – ნეიტრალურ სტადიონებზე, როგორც ეს მანამდე იყო ცნობილი.
ამრიგად, “ლივერპულს” ბოლო საშინაო შეხვედრაში პრემიერლიგის თასის აღმართვის უფლება მიეცემა, თუნდაც ცარიელი ტრიბუნების წინაშე.