ავთანდილ ჭრიკიშვილს რთული ოპერაცია ჩაუტარდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრს, ავთანდილ ჭრიკიშვილს რთული ოპერაცია ჩაუტარდა. 29 წლის სპორტსმენის მეუღლემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ოპერაცი 4 საათს გაგრძელდა.
“მეგობრებო და ავთოს გულშემატკივრებო,
ცოტა ხნის წინ დასრულდა ავთოს (განმეორებითი) ოპერაცია ხელზე, რომელიც საკმაოდ რთული აღმოჩნდა და 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სახსრიდან ამოიღეს ძვლის ნამტვრევები, მოიქლიბა ტრავმირებული და დეფორმირებული სახსრის წანაზარდები, ასევე, გათავისუფლდა დაჭყლეტილი ნერვი, რომლის მგრძნობელობა მხოლოდ 13% იყო და ამ დაქვეითების გამო ყველანაირი შეგრძნება ქონდა დაკარგული ხელში.
ორი ქირურგი აკეთებდა ოპერაციას და მათი თქმით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
დიდი იმედი გვაქვს, ავთოს პოსტოპერაციული და სარეაბილიტაციო პერიოდიც წარმატებით ჩაივლის და ღმერთის წყალობით, ეს იქნება ბოლო ტრავმა და ოპერაციული ჩარევა მის ცხოვრებაში.
დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობის, თანადგომისა და კეთილი სურვილებისთვის. ავთოს, სავარაუდოდ, ხვალ გამოწერენ სახლში”, – ვკითხულობთ ჭრიკიშვილის მეუღლის პოსტში.