ზიდანი: “გამარჯვება ჩვენ დნმ-ში არის”
პანდემიის პირობებში მადრიდის “რეალმა” ვარჯიში პატარა ჯგუფებად განაახლა. “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, მიმდინარე პროცესებზე პრესასთან ისაუბრა.
“ეს კვირა წარმატებულად შეიძლება ჩავთვალოთ, რადგანაც პატარა ჯგუფებად ვარჯიშის უფლება მოგვეცა. შეგვიძლია ტაქტიკურად, ფიზიკურად და ტექნიკურად მოვემზადოთ. დღეს გუნდი უკეთ გამოიყურება, მომავალ კვირას უკეთესი შედეგი გვექნება.
პოზიტიურად უნდა ვიფიქროთ, რადგანაც მოედანზე დაბრუნების უფლება მოგვცეს. ბედნიერი ვარ ჩემ ფეხბურთელებთან მუშაობას რომ ვაგრძელებ 60 დღის შემდეგ. “ვალდებებასზე” დაბრუნებამ ყველა გაგვაბედნიერა.
11 მატჩი გვაქვს ჩასატარებელი და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ სეზონი წარმატებულად დავასრულოთ, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს იქნება. გამარჯვება ჩვენ დნმ-ში არის,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.