რა უთხრა მოურინიომ გვარდიოლას – პორტუგალიელმა ცნობილი ეპიზოდი გაიხსენა
“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ 2009-2010 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე, “ბარსელონასა” და “ინტერს” შორის გამართული განმეორებითი შეხვედრა გაიხსენა.
როგორც იცით, ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი მილანში “ინტერის” გამარჯვებით, 3:1 დასრულდა, მეორე შეხვედრა “ბარსელონამ” 1:0 მოიგო, ფინალში კი “ინტერი” გავიდა.
28-ე წუთზე, გვარდიოლამ თავისთან იბრაჰიმოვიჩი იხმო, მათთან კი მოურინიო მივიდა, რომელმაც ესპანელ კოლეგას რაღაც უთხრა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა სწორედ ამ ეპიზოდზე ისაუბრა.
“როცა ტიაგო მოტას წითელი უჩვენეს, “ბარსელონას” სათადარიგოთა სკამზე ძალიან გახარებულები იყვნენ და უკვე ზეიმობდნენ. გვარდიოლამ მაშინვე იბრას დაუძახა და მას იმ ტაქტიკაზე დაუწყო საუბარი, თუ როგორ უნდა ეთამაშათ 10 მეტოქის წინააღმდეგ. მე ვუთხარი: “ჯერ ნუ იზეიმებთ, ეს მატჩი ჯერ არ დასრულებულა”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Gazzetta dello Sport-ს.