აგუერომ ლიონელ მესის პირდაპირ ეთერში დაურეკა
“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი, სერხიო აგუერო კარანტინში თავს ვიდეოთამაშებით ირთობს. არგენტინელი ფეხბურთელი FIFA 20-ს ხშირად თამაშობს და მას Twitch-ის მომხმარებლები პირდაპირ ეთერში უყურებენ ხოლმე.
ერთ-ერთი პირდაპირი ეთერის დროს, აგუერომ მეგობარს, “ბარსელონას” კაპიტან ლიონელ მესის დაურეკა.
მესი: “დღეს რა გჭირს, დილის 9 საათზე რომ დამირეკე?”
აგუერო: “კორონავირუსის ტესტი უნდა გამეკეთებინა.”
მესი: “მაგრამ, მე რატომ დამირეკე?”
აგუერო: “დილის 9 საათზე? …მე?”
მესი: “9 ან 10 საათზე, არ ვიცი. ამ დროს მეც ტესტის გაკეთებას ვაპირებდი.”
აგუერო: “არ ვიცი, ალბათ მინდოდა მეთქვა “დილა მშვიდობისა”. ჩემი ტელეფონის ეკრანზე გამოჩნდი და დაგირეკე. მოვიწყინე…”
აგუერო: “ჩემი დაბადების დღე ახლოვდება. ეს პირველი წელია, როცა ერთად ვერ აღვნიშნავთ.”
მესი: “ყველაფერი ჩაკეტილია, ვერაფერს გააკეთებ.”
აგუერო: “რა უნდა მაჩუქო? 2 ივნისი ჩემი დღეა და მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ჩემთან ერთად ყოფნა ოთხ ადამიანსაც კი არ შეუძლია. ვნახოთ, როგორი სიტუაცია იქნება ამ დღეს.”
¡Messi en el stream del Kun! 😱
Aguero estaba stremeando y tuvo un llamado telefónico con Lionel📱
Esto se dijeron 😂 pic.twitter.com/6ueuJwCDeZ
— MundoG (@MundoGok) May 22, 2020