“ბორუსიამ” დაძაბულ ბრძოლაში “ვოლფსბურგი” დაამარცხა
კორონავირუსის პანდემიის ფონზე განახლებულ გერმანულ ბუნდესლიგაში დორტმუნდის “ბორუსიამ” ზედიზედ მეორე შეხვედრაც მოიგო. ლუსიენ ფავრეს გუნდმა ჩემპიონატის 27-ე ტურში “ვოლფსბურგი” დაამარცხა.
მატჩის პირველი ნახევარი სტუმარი გუნდის უპირატესობით წარიმართა. ანგარიში “შავ-ყვითლების” ნახევარმცველმა, გერეირომ, გახსნა. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა გასულ ტურში “შალკეს” კარში დუბლის გაფორმება შეძლო.
გაშვებული გოლის შემდეგ “ვოლფსბურგი” გააქტიურდა და დიდ უპირატესობასაც ფლობდა, თუმცა ჯეიდონ სანჩოს მიერ წამოწყებულმა კონტრ-იერიშმა აჩრაფ ჰაკიმის გოლამდე მიგვიყვანა – 0:2.
ასე რომ, 27 ტურის შემდეგ “ბორუსია” 57 ქულით მეორე პოზიციას იკავებს ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში და ერთი ქულით ჩამორჩება “ბაიერნს”, რომელსაც მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. “ვოლფსბური” კი 39 ქულით მეექვსე ადიგლზე იმყოფება.