ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავეს (ფოტო)
საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავებულია. ამ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ. სასამართლო პროცესი დაიხურა.
“რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპორტსმენი, სავარაუდოდ. 22 მაისს დააკავეს. შემაკავებელი ორდერია გამოწერილი ნიკა ბასილაშვილის მამაზეც. რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, ნიკა ბასილაშვილი და მისი მამა ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც.
მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვანის დაზარალებულისა და მსხვერპლის ინტერესებიდან გამომდინარე, მედიისა და საზოგადოებისათვის პროცესი დახურა. ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.
ფოტო – რადიო თავისუფლება