უილშირი: “არსენალი” ბოლო ათწლეულში პრემიერლიგას მოიგებდა, რომ არა ერთი გარემოება”
ლონდონის “არსენალის” ექს-ფეხბურთელმა ჯეკ უილშირმა, რომელიც დღესდღეობით “ვესტ ჰემ იუნაიტედის” ღირსებას იცავს, იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ ვერ შეძლო მისმა ყოფილმა გუნდმა ათწლეულის განმავლობაში თუნდაც ერთხელ ინგლისის ჩემპიონატის მოგება.
“განადგურებული ვიყავი, როდესაც რობინ ვან პერსის გაყიდვის ამბავი გავიგე. მან იმ სეზონში 30 გოლი გაიტანა, ის ჩვენი კაპიტანი იყო. მეგონა, რომ ტიტულისთვის ვიბრძოლებდით, თუმცა მოულოდნელად რობინმა დაგვტოვა და გადავიდა ჩვენი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე გუნდის რიგებში. ამ ფაქტთან შეგუება რთული იყო.
დაგვტოვა სესკ ფაბრეგასმა, დაგვტოვა სამირ ნასრიმ, დიდმა ფეხბურთელებმა დაგვტოვეს. ის გუნდი რომ შეგვენარჩუნებინა, ვფიქრობ, პრემიერლიგას მოვიგებდით”, – ციტირებს უილშირის სიტყვებს Goal-ი.
შეგახსენებთ, რომ “არსენალმა” პრემიერლიგა ბოლოს 2003-2004 წლების სეზონში მოიპოვა.