დავიდ ლუისი სეზონის ბოლოს “არსენალს” დატოვებს
ლონდონის “არსენალის” მცველი დავიდ ლუისი სეზონის ბოლოს გუნდს, სავარაუდოდ, დატოვებს.
“მეთოფეები” 33 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის ახალი შრომითი ხელშეკრულების შეთავაზებას არ აპირებენ. მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა ერთი წელი ჰქონდა და არა – ორი, როგორც ამას ადრე ვარაუდობდნენ.
შეგახსენებთ, რომ დავიდ ლუისი “არსენალში” გასული წლის ზაფხულში ლონდონის “ჩელსიდან” გადავიდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 25 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.