რეიტინგი — რომელმა ფეხბურთელებმა ჩაატარეს ყველაზე კარგად ჩემპიონთა ლიგის ფინალები?
ავტორიტეტულმა სპორტულმა პორტალმა Squawka-მ ჩემპიონთა ლიგის ამ საუკუნის ფინალურ მატჩებში ცალკეულ ფეხბურთელთა ყველაზე შთამბეჭდავი თამაშები გამოარჩია და რეიტინგი შეადგინა.
სიაში პირველ ადგილზე გავიდა 2011 წლის ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ ლიონელ მესის თამაში. არგენტინელმა ფეხბურთელმა იმ შეხვედრაში გოლი გაიტანა და ათი წარმატებული დრიბლინგი მოაწყო. პორტალი მესის არამხოლოდ აღნიშნული მატჩის, არამედ საუკუნის გმირს უწოდებს.
აქვე გთავაზობთ სრულ რეიტინგს:
20. ფილიპო ინძაგი
“მილანი” 2-1 “ლივერპული”, 2007 წელი
19. სამუელ ეტოო
“ბარსელონა” 2-1 “არსენალი”, 2006 წელი
18. ვირჯილ ვან დეიკი
“ლივერპული” 2-0 “ტოტენჰემი”, 2019 წელი
17. პაოლო მალდინი
“მილანი” 0-0 “იუვენტუსი” (პენ. 3-2), 2003 წელი
16. დეკუ
“პორტუ” 3-0 “მონაკო”, 2004 წელი
15. ედვინ ვან დერ სარი
“მანჩესტერ იუნაიტედი” 1-1 “ჩელსი” (პენ. 6-5), 2008 წელი
14. სერხიო რამოსი
“რეალი” 1-1 “ატლეტიკო” (პენ. 5-3), 2016 წელი
13. ანდრეს ინიესტა
“ბარსელონა” 3-1 “იუვენტუსი”, 2015 წელი
12. სტივ მაკმანამანი
“რეალი” 3-0 “ვალენსია”, 2000 წელი
11. კრიშტიანუ რონალდუ
“რეალი” 4-1 “იუვენტუსი”, 2017 წელი
10. დიეგო მილიტო
“ინტერი” 2-0 “ბაიერნი”, 2010 წელი
9. გარეტ ბეილი
“რეალი” 3-1 “ლივერპული”, 2018 წელი
8. ანხელ დი მარია
“რეალი” 4-1 “ატლეტიკო”, 2014 წელი
7. არიენ რობენი
“ბაიერნი” 2-1 “დორტმუნდი”, 2013 წელი
6. დიდიე დროგბა
“ჩელსი” 1-1 “ბაიერნი” (პენ. 4-3), 2012 წელი
5. ოლივერ კანი
“ბაიერნი” 1-1 “ვალენსია” (პენ. 5-4), 2001 წელი
4. სტივენ ჯერარდი
“ლივერპული” 3-3 “მილანი” (პენ. 3-2), 2005 წელი
3. ჩავი
“ბარსელონა” 2-0 “მანჩესტერ იუნაიტედი”, 2009 წელი
2. ზინედინ ზიდანი
“რეალი” 2-1 “ლევერკუზენი”, 2002 წელი
1. ლეო მესი
“ბარსელონა” 3-1 “მანჩესტერ იუნაიტედი”, 2011 წელი