“რეალი” სატურნირო ცხრილის ლიდერი რომ ყოფილიყო, ლა ლიგას მაშინვე დაასრულებდნენ”
კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოან გასპარმა, ლა ლიგის ხელმძღვანელთა ობიექტურობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
“რეალი” სატურნირო ცხრილის ლიდერი რომ ყოფილიყო, ლა ლიგას მაშინვე დაასრულებდნენ.
ფაქტია, რომ კატალონიის “ბარსელონას” პატივს ისე არ სცემენ, როგორც მას შეეფერება. გუნდის შესახებ მხოლოდ ნეგატიური სიახლეები იყიდება,” – განაცხადა გასპარმა Tertulia del 10 del Barca-თან საუბრისას.
ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონის განახლება 8 ივნისს იგეგმება.