სერია A-ს განახლებული კალენდარი გამოქვეყნდა
როგორც მოგეხსენებათ, 20 ივნისს იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშება განახლდება, თუმცა მანამდე ქვეყნის თასის ტურნირი უნდა ჩამთავრდეს. 12 და 13 ივნისს თასის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართება – ტურინის “იუვენტუსი” “მილანთან” ითამაშებს, ხოლო “ნაპოლი” “ინტერთან” გაარკვევს ურთიერთობას. 17 ივნისს ჩატარდება თასის ფინალური მატჩი.
რაც შეეხება სერია A-ს, გათამაშების 25-ე ტურის დარჩენილი შეხვედრები 20 და 21 ივნისს ჩატარდება. კვირაში გაიმართება ორი ტური. ვარაუდობენ, რომ ბოლო ტური აგვისტოს დასაწყისში ჩატარდება. ქვემოთ გთავაზობთ ტურნირის ამ დროისთვის ცნობილ კალენდარს.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს სატურნირო ცხრილს ტურინის “იუვენტუსი” 63 ქულით ლიდერობს, რომელსაც რომის “ლაციო” ერთი პუნქტით ჩამორჩება. “ინტერს” 54 ქულა და ლიდერებთან შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.