ოფიციალურად: მაურო იკარდი “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელია
მაურო იკარდიმ “პარი სენ-ჟერმენთან” ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. “ინტერი” არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს და დამატებით 8 მილიონის ოდენობის ბონუსს მიიღებს.
მოგეხსენებათ, იკარდი 2019 წლის სექტემბერში “პარი სენ-ჟერმენს” “ინტერიდან” იჯარით შეუერთდა. მისი იჯარის ვადა 30 ივნისს იწურებოდა. მხარეები შეთანხმდნენ და პარიზელებმა მისი სატრანსფერო უფლებები სრულად გამოისყიდეს.
27 წლის თავდამსხმელმა პსჟ-ის რიგებში ჩატარებულ 31 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
Mauro Icardi signs Paris Saint-Germain contract until 30 June 2024
Paris Saint-Germain are delighted to announce the signing of Mauro Icardi on a permanent deal, following the striker’s loan from Inter Milan during the 2019-2020 season.https://t.co/fynMzu5Uw6 pic.twitter.com/3M48PSsXHh
— Paris Saint-Germain (@PSG_English) May 31, 2020