ლევან კუტალია: “ასეთი რამ აფრიკაშიც არ ხდება!”
30 წლის ქართველი თავდამსხმელი ყოფილ გუნდს, პავლოდარის “ირტიშს” ფიფაში უჩივლებს. ირტიში გაკოტრდა და ყაზახეთის ჩემპიონატს გამოეთიშა.
როგორც Sport.kz-სთან ინტერვიუში ლევანმა აღნიშნა, მხოლოდ 1 თვის ხელფასი აიღო.
“ხელფასი მხოლოდ იანვარში ავიღე, დანარჩენი 4 თვე უხელფასოდ ვიყავით ყველა ფეხბურთელი. ფიფაში ჩივილს ვაპირებ და ვეცდები ჩემი კუთვნილი თანხა ამ გზით მოვიპოვო. ამ გუნდმა ნამდვილად იმედი გამიცრუა. მე აქ ფეხბურთის სათამაშოდ და გუნდის დასახმარებლად ჩამოვედი და სრულიად სხვა სიტუაცია ვნახე, ასეთი რამ აფრიკაშიც კი არ ხდება. კლუბში არასაფეხბურთო გარემო დამხვდა – არა ფული, საერთოდ არაფერი. ეს ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი მომენტია.”
“ირტიში” უკვე წარსულია. რა თქმა უნდა, ყაზახეთში დარჩენა მსურს. თუ იქნება კარგი ვარიანტი, რატომაც არა. 15 ივნისამდე საქართველოში ფრენები არ არის და აქედან გამომდინარე, ყაზახეთში ისედავ ვრჩები.”
“ირტიში” ისტორიული კლუბია და სწორედ ამიტომ დავთანხმდი აქ წამოსვლას. საქართველოში არც მახსენდება, რომ კლუბი შუა სეზონიდან მოხსნილიყოს.”
კუტალია ყაზახეთში თბილისის “დინამოდან” გადავიდა. ლევანი გასულ სეზონში ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ყაზახეთში წასვლის მთავარ მიზეზად ეროვნულ ნაკრებში გამოძახების უკეთესი შანსი დაასახელა.