ბერგკამპი: “ანრის მატჩში ინტრიგის მოკვლა ყველაზე კარგად გამოსდიოდა”
ლონდონის “არსენალის” ყოფილმა ვარსკვლავმა, დენის ბერგკამპმა, ტიერი ანრიზე ისაუბრა. გთავაზობთ ფრაგმენტს “მეთოფეთა” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინტერვიუდან.
“ყოველთვის ვამბობდი, რომ ფეხბურთი გუნდური სპორტია. გუნდში ისეთი ფეხბურთელები უნდა იყვნენ, რომლებიც მოედანზე თამაშის მსველობის შეცვლას შეძლებენ.
იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც შეეძლოთ მატჩში ინტრიგის მოკვლა… რაიტი ერთ-ერთი მათგანი იყო, ისევე როგორც ანელკა. თუმცა ანრი ამ როლისთვი საუკეთესო ვარიანტი იყო მათ შორის, ვინც კი ოდესმე მინახავს. მას ეს ყველაზე კარგად გამოსდიოდა.
მის გვერდით თამაში ძალიან ადვილი იყო, რადგანაც შეეძლო ნებისმიერ სიტუაციაში უმაღლეს დონეზე ეთამაშა. იმ დროს ანრი მსოფლიოში საუკეთესო იყო,” – აცხადებს ბერგკამპი.