პაატა ღუდუშაური ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
“ვიტ ჯორჯიას” ყოფილი ფეხბურთელი პაატა ღუდუშაური გორის “დილაში” ითამაშებს.
22 წლის ღუდუშაურს ბრალი მატჩების ჩაწყობაში ედებოდა, თუმცა ბრალის უმცირესი ხარისხის გამო, პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა და ამის საფუძველზე, ფეხბურთელმა აღმასკომში შეიტანა განცხადება ფეხბურთში დაბრუნების მოთხოვნით. მას სამუდამოდ ჰქონდა აკრძალული ფეხბურთის თამაში.
აღმასკომმა მაინც მკაცრი სასჯელი გამოიტანა და პაატას მხოლოდ 2021 წლის იანვრიდან ექნება შესაძლებლობა ოფიციალურ მატჩებში მიიღოს მონაწილეობა. მანამდე “დილაში” ივარჯიშებს.
“დილამ” მეტად თამამი გადაწყვეტილება მიიღო. ფაქტია, გუნდს სჯერა ღუდუშაურის უდანაშაულობისა და ენდობა მას.
მატჩებში ჩაწყობის ამბამდე პაატა ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდად ითვლებოდა და მისი ბელგიაში წასვლა, პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო.