“ბარსელონამ” “ლეგანესი” დაამარცხა, საუკეთესოდ მესი დასახელდა (ვიდეო)
ლა ლიგის 29-ე ტურის მატჩში კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ კედლებში მეოცადგილოსანი “ლეგანესი” მიიღო და დამაჯერებლად, ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა.
შეხვედრის პირველი ნახევარი ბურთის ფლობაში “ბარსელონას” ტოტალური უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მასპინძლებმა კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყეს – 42-ე წუთზე ანსუ ფატიმ ანგარიში შორეული დარტყმით გახსნა.
მეორე ტაიმიც ანალოგიური სცენარით წარიმართა. 65-ე წუთზე ვიდეორეფერიმ ანტუან გრიზმანის გოლი გააუქმა, ოთხიოდე წუთში კი ლეო მესიმ ბრწყინვალე გარღვევა განახორციელა, რის შემდეგაც მეტოქის საჯარიმოსი წააქციეს. პენალტის რეალიზება საკუთარ თავზე სწორედ არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა აიღო.
ასე რომ, ლეო მესის “ბლაუგრანამ” მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში და ამ ეტაპისთვის “რეალს”, რომელსაც “ვალენსიასთან” აქვს სათამაშო, 5 ქულით უსწრებს.