ოფიციალურად: გიორგი გაბედავა “დინამოში” ითამაშებს
თბილისის “დინამომ” 30 წლის თავდამსხმელი გიორგი გაბედავა დაიმატა.
გაბედავამ “დინამოსთან” 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამჟამად კარანტინში იმყოფება, სადაც ინდივიდუალურად ვარჯიშობს. 2 კვირის შემდეგ კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება და მხოლოდ ამის შემდეგ შეუერთდება გუნდს.
გაბე ბოლოს “საბურთალოში” თამაშობდა და ყაზახეთში წასვლას გეგმავდა, თუმცა პანდემიის გამო, როგორც ჩანს, აზიური ვარიანტი არ გამოვიდა.
გიორგი სხვადასხვა დროს “ბაიას”, “გაგრას”, “სამტრედიას”, “მარიუპოლის”, ბათუმის “დინამოსა”, “ზაგლებისა” და “ჩიხურას” ღირსებას იცავდა. საუკეთესო პერიოდი “ჩიხურას” რიგებში ჰქონდა. 2018 წელს ეროვნული ლიგის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.