“ბარსელონას” ფეხბურთელები გუნდის სამედიცინო შტაბს აღარ ენდობიან
“ბარსელონას” ფეხბურთელები გუნდის სამედიცინო შტაბის მუშაობით უკმაყოფილონი არიან. ნიდერლანდელი ფეხბურთელი ფრენდი დე იონგი იმუქრება კიდეც, რომ სამკურნალოდ სამშობლოში გაემგზავრება.
TV3-ის ცნობით, ექიმებმა დე იონგს არაზუსტი დიაგნოზი დაუსვეს. ნიდერლანდელ ფეხბურთელს ტრავმის გამო, სავარაუდოდ, სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწევს. “ბარსელონას” სამედიცინო შტაბს უნდობლობას უცხადებენ სამუელ უმტიტი და უსმან დემბელეც.
“ბარსელონას” ფეხბურთელები ამბობენ, რომ გუნდის ექიმები დიაგნოზის დასმისას შეცდომებს უშვებენ, მოთამაშეთა რეაბილიტაციის პროცესს ცუდად გეგმავენ და რეციდივების თავიდან არიდებას არ ცდილობენ.