“საბურთალო” და “დინამოს” ფეხბურთელები მოედანზე შავი სამკლავურებით გამოვლენ
ეროვნული ლიგა ხვალ, 25 ივნისს განახლდება და “საბურთალოსა” და თბილისის “დინამოს” ფეხბურთელები ხვალინდელ მატჩში მოედანზე სპეციალური შავი მაისურებითა და შავი სამკლავურებით გამოვლენ.
ერთი კვირის წინ “საბურთალოს” ახალგაზრდული გუნდის 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი დაიკარგა და სამწუხაროდ, ორი დღის წინ მისი ცხედარი წყალში იპოვეს.
ეროვნული ლიგის მე-3 ტურის ყველა შეხვედრა დუმილით დაიწყება.
18:00 საათზე ერთმანეთს “საბურთალო” და “დინამო თბილისი” დაუპირისპირდებიან. 21:00 საათზე კი ბათუმის “დინამო” “თელავს” მიიღებს.
26 ივნისი 21:00 – “ლოკომოტივი” – “მერანი”
27 ივნისი 21:00 – “დილა” – “სამტრედია”
28 ივნისი 21:00 – “ტორპედო” – “ჩიხურა”